counter create hit obOle - Download Free eBook
Ads Banner
Hot Best Seller

obOle

Availability: Ready to download

რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი. ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?


Compare
Ads Banner

რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი. ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?

30 review for obOle

  1. 5 out of 5

    Mikheil

    თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია obOlè. ეს რომანი ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხე და იმაზე გაცილებით მაგარი ყოფილა ვიდრე მახსოვდა. ვიცი ძაან სნობური განცხადებაა, მაგრამ ჩემთვის ეს რომანი არის ხაზი, რომ ამოიცნო ვის ესმის ლიტერატურის მთავარი სიამტკბილობები და ვის არა. ამ წიგნში თუ ხედავ დასანახს და ზოგჯერ დაუნახავსაც, ესეიგი ლიტერატურა მართლა რაღაცას ნიშნავს შენთვის. obOlè-ში ერთი ეპიზოდია, მარანში ქვევრს მოხდიან თავს და დაიძახა საქართველომო, წერს ავტორი. მთელ წიგნში ასე იძახის საქართველო. ესაა თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია obOlè. ეს რომანი ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხე და იმაზე გაცილებით მაგარი ყოფილა ვიდრე მახსოვდა. ვიცი ძაან სნობური განცხადებაა, მაგრამ ჩემთვის ეს რომანი არის ხაზი, რომ ამოიცნო ვის ესმის ლიტერატურის მთავარი სიამტკბილობები და ვის არა. ამ წიგნში თუ ხედავ დასანახს და ზოგჯერ დაუნახავსაც, ესეიგი ლიტერატურა მართლა რაღაცას ნიშნავს შენთვის. obOlè-ში ერთი ეპიზოდია, მარანში ქვევრს მოხდიან თავს და დაიძახა საქართველომო, წერს ავტორი. მთელ წიგნში ასე იძახის საქართველო. ესაა ალბათ ყვეალზე საუცხოო ილუსტრაცია იმისა, თუ რა ვართ, რა ინერციით მოვდივართ ბოლო ერთი საუკუნეა, რა განაპირობებს ჩვენს ურთიერთობებს, სად დავიკარგეთ და სად ვიპოვეთ თავები. ძაან რთულია ამის დანახვა და ასე გამოტანა გარეთ, უბრალოდ აკა მორჩილაძეს მართლა აქვს ის უპირატესობა, რომ დისტანცირებულია საქართველოში მომხდარი მოვლენებიდან და შეუძლია ეს ყველაფერი გაიაზროს, როგორც კულტურის გარეთ მყოფმა, ასევე მის ცენტრში მდგომმა მწერალმა. პერსონაჟები ხომ სრულიად გადასარევი. მერე რა, რომ ვიღაცები არ მოგეწონება! ისეთი სახეებია, ყველაფერი ცხადზე ცხადია პერსონაჟის გამოჩენისთანავე. და მერე ეს გმირობის ამბები, მთიან სოფელში აივანზე რომ გადმოდგები გაჯგიმული, ძველ ციხესიმაგრეს გახედავ, თვალებს დახუჭავ და თავს გმირად წარმოიდგენ, მაგ გმირობის ამბები! სულ ფუჭი და არარსებული, მთვრალი კაცების საქართველოს სადღეგრძელოსავით. და თვითონ ობოლე <3 თოფი - პრინცესა დაიანა. თუ დატენვა არ იცი „ხოკეის კლიუშკა“ არის და მეტი არაფერი. მაგრამ თან ძილში რომ გვერდით მოიწვენ, საბანს გადააფარებ და განა იმიტომ, რომ ბაბუის საწოლზე თოფთან ერთად ჩაძინებული ამაყი ვაჟკაცის იერი გქონდეს?! არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ ხვდები ყველანი ძველი კაჟიანი თოფები რომ ვართ, რომელმაც კაცმა არ იცის ბოლოს როდის გაისროლა და ოდესმე გაისვრის თუ არა კიდეც. ამიტომაც ვართ გამოჭედილები პრინცესა დაიანასა და ხოკეის კლიუშკობას შორის. ვერაა მარტივი საკითხავი, ზოგჯერ გაყვები ამ ნაკადს და დაიკარგები სადღაც, მაგრამ მთელი რომანი იუმორით სავსეა, გაძეძგილი სოფლის ხუმრობებით, ზოგჯერ რომ სულაც არაა ხუმრობა, მაგრამ მაინც იცინი, ჰოდა ეგ ამსუბუქებს რომანს. დაიწყებ და მერე რა, რომ არაა მარტივი, მაინც მარტივად მიუყვები. მოკლედ, ბევრს მივედ-მოვედები ამ წიგნზე საუბრისას, როგორც obOlè -შივე ყვებიან ამბავს და როგორც აქ იძახიან, ქართველებმა შორიდან თუ არ მოვუარეთ, გვგონია ისე ვერავის ვერაფერს გავაგონებთო, ეგრე მემართება მეც. ჰოდა, მოკლედ რომ მოვჭრა, ასეთი დიდი რომანი იშვიათად იწერება ჩვენს ქვეყანაში და გადაშალეთ.

  2. 5 out of 5

    Temuka Zoidze

    ეს წიგნი იმაზეა, რისგანაც ყოველდღიურობაში ასე გაბეზრებული ვარ ბავშვობიდან: სამშობლოს სიყვარული, ღვინო, სუფრა, ხაჭაპურები, სადღეგრძელოები, ძმობა, გაგება და ასე დაუსრულებლად. მაგრამ აკა მორჩილაძემ იმაზე დამაფიქრა, რასაც ასე გავურბოდი ეს ბოლო პერიოდი: თავადაც დასავლეთ საქართველოს ერთი რაიონიდან ჩამოვეხეტე თბილისში, იქაურ ერთფეროვნებასა და მოწყენილობას რომ გავქცეოდი, მაგრამ რაც მეტ დროს ვატარებ აქაურ ხმაურში, მტვერსა და უცხოობაში, ხანდახან მით უფრო მენატრება იქაური სიმშვიდე, ხიდან დაკრეფილი მკვახე ეს წიგნი იმაზეა, რისგანაც ყოველდღიურობაში ასე გაბეზრებული ვარ ბავშვობიდან: სამშობლოს სიყვარული, ღვინო, სუფრა, ხაჭაპურები, სადღეგრძელოები, ძმობა, გაგება და ასე დაუსრულებლად. მაგრამ აკა მორჩილაძემ იმაზე დამაფიქრა, რასაც ასე გავურბოდი ეს ბოლო პერიოდი: თავადაც დასავლეთ საქართველოს ერთი რაიონიდან ჩამოვეხეტე თბილისში, იქაურ ერთფეროვნებასა და მოწყენილობას რომ გავქცეოდი, მაგრამ რაც მეტ დროს ვატარებ აქაურ ხმაურში, მტვერსა და უცხოობაში, ხანდახან მით უფრო მენატრება იქაური სიმშვიდე, ხიდან დაკრეფილი მკვახე ტყემალი, ბებიაჩემის დასვრილი წინსაფარი თუ ქუჩებში მოზმუილე ძროხები. თითქმის ყოველგვარი ნაციონალური სენტიმენტებისგან დაცლილ მკითხველსაც რომ გული ამიჩუყა, ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ აკა არ არის სწორხაზოვანი მწერალი, მეტიც, ხანდახან ირონიულია და თვითირონიულიც კი, რითიც ბრმად კი არ მისტირის დიდებულ წარსულს, უბრალოდ წარსულის მნიშვნელობას გვახსენებას და იმას, რომ ხშირად მაგ წარსულის გარდა არც აღარაფერი შემოგვრჩენია: განსაკუთრებით კაცებს, რომლებიც ყოვლად გამოუსადეგარ, დაჟანგულ, არქაულ იარაღებს დაემსგავსნენ. მოკლედ, საქართველოსთვის ასე მიამიტურად, გულწრფელად და ემოციურად სიყვარული ჯერ არავის აუხსნია.

  3. 4 out of 5

    რეზი ჭითანავა

    გამაწვალა,მაგრამ ფინალია ისეთი,დაგავიწყებს იმ წვალებას და ყველაფერს.

  4. 5 out of 5

    Kristina

    მეორედ გადავიკითხე უკვე და მიმაჩნია რომ ყველა თავმოყვარე თბილისში ჩამოხეტებული იმერლის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს.

  5. 4 out of 5

    Nino Giorgadze

    ძაან ქართული და ძაან დასავლურ-ქართული ამბები. აი მე რომ სოფელში ჩავდივარ წელიწადში ერთხელ ისეთი ამბებიც. ბევრი სიახლოვე, ბევრი სევდა. რავიცი, თუ ოდესმე ჩემს ქართულ იდენტობაში ეჭვი შემეპარება და მომინდება გახსენება "ვისი გორისა ვარ" ვიცი რასაც/ვისაც უნდა მივაკითხო.

  6. 5 out of 5

    Gia Jgarkava

    ესმის ამ კაცს წერა. სტილი თითქოს სულ ერთფეროვანია, მამენტ. კი, არის. მარა არ გბეზრდება, იმნაირია რაღაცნაირი.

  7. 5 out of 5

    Mariam Romanadze

    I want so much to be that damn Georgian sometimes.

  8. 5 out of 5

    Lado Kilasonia

    მურაბასავით ტკბილი წიგნი, მათთვის ვისაც აქვს, ახსოვს და უყვარს, ნესტის სუნით გაჯერებული სოფლის სახლი, რომელშიც თითქმის აღარ ჩადის. ვინც იცის, როგორი სხვანაირი სიმშვიდე გეუფლება, ხმაურიანი ქალაქიდან გამოპარულს და შენი ბავშვობის ეზოში შესულს, როცა ირგვლივ არავინაა და ამ სიჩუმეში მარტო მიაბიჯებ იმ უკვე დანგრევის პირას მისული სახლისკენ, რომლის კარდაში ჯერ კიდევ კიდია, ბაბუაშენის ორბორტიანი კოსტუმი, კედელზე კი ძველი თოფი. როდესაც მიუხედავად ქალაქში გადასახლებისა მაინც გახსოვს, გიყვარს, გასევდიანებს მურაბასავით ტკბილი წიგნი, მათთვის ვისაც აქვს, ახსოვს და უყვარს, ნესტის სუნით გაჯერებული სოფლის სახლი, რომელშიც თითქმის აღარ ჩადის. ვინც იცის, როგორი სხვანაირი სიმშვიდე გეუფლება, ხმაურიანი ქალაქიდან გამოპარულს და შენი ბავშვობის ეზოში შესულს, როცა ირგვლივ არავინაა და ამ სიჩუმეში მარტო მიაბიჯებ იმ უკვე დანგრევის პირას მისული სახლისკენ, რომლის კარდაში ჯერ კიდევ კიდია, ბაბუაშენის ორბორტიანი კოსტუმი, კედელზე კი ძველი თოფი. როდესაც მიუხედავად ქალაქში გადასახლებისა მაინც გახსოვს, გიყვარს, გასევდიანებს და გაცინებს შენი ქვეყნის კუთხური ურთიერთობები და მისი თუნდაც გამოგონილი წარსული. ზაირა არსეინშვილის "ვა, სოფელო"-სთან ერთად, "ობოლე" ჩემი აზრით საუკეთესო თანამედროვე ქართული რომანია

  9. 5 out of 5

    Nino Meladze

    მომეწონა, პირველ რიგში ორიგინალურობის გამო. თანამედროვე ქართულ პროზაში ძირითადად მოგონებების და წარსული ისტორიების სიმრავლეა. ამ წიგნშიც, მაგრამ ორიგინალური იმიტომ არის რომ ეს მოგონებები გადახლართულია რეალობის შეგრძნებასთან. მეორრ რასაც გამოვარჩევ აკა მორჩილაძეს ხელწერა - რომ ვერ გამოიცნობ ფინალს და ეს ინტერესს აღძრავს სულ უფრო და უფრო. მესამე რამ კი რაც მომწონა უპრეტენზიო სტილია თავისი ადგილობრივი კილოთი, ისტორიის მარტივი თხრობით და ნორმალური ემოციებით. ეს ყველაფერი რეალისტურ გარემოს ქმნის და მომეწონა, პირველ რიგში ორიგინალურობის გამო. თანამედროვე ქართულ პროზაში ძირითადად მოგონებების და წარსული ისტორიების სიმრავლეა. ამ წიგნშიც, მაგრამ ორიგინალური იმიტომ არის რომ ეს მოგონებები გადახლართულია რეალობის შეგრძნებასთან. მეორრ რასაც გამოვარჩევ აკა მორჩილაძეს ხელწერა - რომ ვერ გამოიცნობ ფინალს და ეს ინტერესს აღძრავს სულ უფრო და უფრო. მესამე რამ კი რაც მომწონა უპრეტენზიო სტილია თავისი ადგილობრივი კილოთი, ისტორიის მარტივი თხრობით და ნორმალური ემოციებით. ეს ყველაფერი რეალისტურ გარემოს ქმნის და შესაბამისად, შეგრძნებას იმისა რომ მკითხველი ამ ისტორიის მთავარი მონაწილეა! აკა 👏

  10. 4 out of 5

    თაკო

    ძალიან ქართული წიგნი, დამასევდიანა, გამახსენდა ჩემი ტკბილი მამიდა ბაბუცასავით ხაჭაპურებს რომ მიცხობდა, 92 წლის ასაკში კარტს მიშლიდა და ყოველ შემოდგომაზე მათხოვებდა, მე და ჩემი და დავუჯდებოდით აქეთიქით და ვაყოლებდით მთელი სანათესაოს ისტორიებს როგორც ირაკლი. ალბად მათთვის ვინც სოფელში დაბადებულა და ზაფხულობით არდადეგები გაუტარებია ძალიან ნაცნობი და საყვარელი ისტორიაა.

  11. 5 out of 5

    Dato Samniashvili

    ძმის გულსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც ხისაო

  12. 4 out of 5

    Tako

    ძალიან საინტერესო იყო, მომენტებში სევდიანიც კი. კითხვისას თითქოს შენც ძველ დროში ბრუნდები... დასასრული განსაკუთრებულად კარგი იყო.

  13. 5 out of 5

    Ana Osiashvili

    ძაანკაი

  14. 4 out of 5

    მეგი

    ოდესმე დავწერ კარგ რივიუს, ან - არა, უბრალოდ, ეს წიგნი სამშობლოს სიყვარულზე, კიბატონო, არის, იყოს, მარა ჩემთვის კიდე უფრო სხვა რამეებზეა. დიდი ლიტერატურა და რამე. აეგრე.

  15. 4 out of 5

    Mari

    3.5 😅 slow start!

  16. 4 out of 5

    Salome Aptsiauri

    თავისებურად ქართული ხასიათი, ტკივილი და ირონია აქვს ამ წიგნს.

  17. 5 out of 5

    Taia

    ისეთი შთაბეჭდილებები დამიტოვა, წეღან შემთხვევით ჯღაპნისას ომდარიე "შემომეხატა" და მერე მივხვდი :დ რაც კაია, კაია <3

  18. 5 out of 5

    Tornike Gventsadze

    ჭური მოვხადეთ. და ამოვარდა. დალევა კი არ არის მთავარი. მთავარია, რაც ამოვარდება. საქართველო.

  19. 4 out of 5

    ილო ბერია

    ფინალი მომეწონა, კარგი იყო. მთხრობელის ენა არაა სალაპარაკო ენა და გაუბედავია. ერთი "უხამსი" ამბავი უნდა მოვყვეო და ყვება გაუგებრად შეიძლება ვერც მიხვდე რომ მოჯმაზეა საუბარი. თუ ყვები ანეგდოტს არ უნდა მოგერიდოს ბილწსიტყვაობაც. ცაგერელების სასაუბრო ენა კარგია. ბევრ სტერეოტიპზე ღადაობს და ეგ მაგარია. ოღონდ მთავარი გმირი რომ შუახნის თბილისელია ეგ არ მომწონს. თბილისელი (თან ვაკელი) რომელიც კარგი ტიპია და ლაპარაკობს სოფელში მცხოვრები ხალხის სტერეოტიპებზე და ა.შ. - ეგ სისუსტეა. ჯობდა ახალგაზრდა ფინალი მომეწონა, კარგი იყო. მთხრობელის ენა არაა სალაპარაკო ენა და გაუბედავია. ერთი "უხამსი" ამბავი უნდა მოვყვეო და ყვება გაუგებრად შეიძლება ვერც მიხვდე რომ მოჯმაზეა საუბარი. თუ ყვები ანეგდოტს არ უნდა მოგერიდოს ბილწსიტყვაობაც. ცაგერელების სასაუბრო ენა კარგია. ბევრ სტერეოტიპზე ღადაობს და ეგ მაგარია. ოღონდ მთავარი გმირი რომ შუახნის თბილისელია ეგ არ მომწონს. თბილისელი (თან ვაკელი) რომელიც კარგი ტიპია და ლაპარაკობს სოფელში მცხოვრები ხალხის სტერეოტიპებზე და ა.შ. - ეგ სისუსტეა. ჯობდა ახალგაზრდა მეამბოხე სულის მქონე ტიპი ყოფილიყო და მეტი გამართლება ექნებოდა მთხრობელის პერსონაჟს. საბოლოო ჯამში იმ მწერლურ ოსტატობას რაც ავტორს აქვს, რომ დამატებოდა ბექაურის, ბახსოლიანის ან კოშკაძის გამბედაობა და ახალგაზრდული სული, ძაან მაგარი წიგნი იქნებოდა.

  20. 5 out of 5

    Luka Fadiurashvili

    მთელი წიგნი წვალებით წავიკითხე, მაგრამ როგორც აკასთან ხდება ხოლმე ყოველთვის, ფინალმა შთაბეჭდილება საპირისპიროდ შემოატრიალა.. მიუხედავად იმისა, რომ ობოლე მორჩილაძის ერთადერთი ტექსტია სადაც დიალოგის კითხვას ნარატივი მერჩივნა, ბოლოს მაინც ნასიამოვნები დავრჩი.

  21. 5 out of 5

    Khatia Chagelishvili

  22. 5 out of 5

    Ann Makharashvili

  23. 4 out of 5

    Nina Lobjanidze

  24. 5 out of 5

    Ekako

  25. 5 out of 5

    Giorgio Maghradze

  26. 4 out of 5

    Lika

  27. 4 out of 5

    Elene Tchezhia

  28. 4 out of 5

    Nana Akolashvili

  29. 5 out of 5

    Nino Chachava

  30. 5 out of 5

    Fea Tsivadze

Add a review

Your email address will not be published. Required fields are marked *

Loading...
We use cookies to give you the best online experience. By using our website you agree to our use of cookies in accordance with our cookie policy.